200 წელი ჩვენი არმია იცავდა; ახლა, წესით, ირანს ან თურქებს ფეხებში უნდა უცვივდებოდნენ - რა გამოხმაურება მოჰყვა championat-ის სტატიას შენგელიაზე?

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი
კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?
- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

მკითხველის კომენტარები / 82 /
ისე კარგად იცავდნენ რომ სოჭი ადლერი 1920 წელს მიითვისეს . 1920 წელსვე თურქეთთან ზავი დადეს და ჩვენი მიწები დათმეს ყარსი , არდაჰანი და ა.შ. მერე 1921 წელს დაარღვიეს ფაქტი ურთიერთ თავდაუსხმელობის შესახებ და გააბოლშევიკეს საქართველო , რომლის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული!!!!!
ესეც არ იკმარეს და 1921-31 წლებში მიიერთეს ქართული მიწები დღეს სადაც გამშვები პუნქტი ლარსი აქვთ, სომხეთს გადასცეს ლორე ტაშირი და აზერბაიჯანს ჰერეთის, კახი და საინგილო.

ასე რომ დაიცვეს კი არა რეპარაციებს უნდა იხდინდნენ და კიდევ დიდ გულზე არიან !!!
ჩვენები კი გარბიან რუსეთში ორი კაპიკის გამო და ფეხებზე ჰკიდიათ სამშობლო და ისტორია !!!!
ასეთები ქმნიან ილუზიას რომ ქართველები გულმავიწყები ვართ და არ გვახსოვს ისტორიული დანაშაული მათი !!!
mikhael
08 ივლისი 2020 17:20
14
მოკლა ილია ჭავჭავაძე, მოკლა მიხეილ ჯავახიშვილი, მოკლა მძინარე პატრიარქი კირიონი, მოკლა პირველი რესპუბლიკა და მთელი თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ეთაყვანებოდა! გაწყვიტა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე შეყვარებული, მშიერ–მწყურვალი და დაქანცული, თავდაუზოგავად მუშაობდა მისი წინსვლისთვის!
რუსეთმა მოკლა ჩვენი ბაბუები და ბებიები, მამები და დედები, წინაპრები და და–ძმები; რუსეთმა დატოვა ათასობით ქართველი მშობლების, ახლობლების და ბედნიერების გარეშე.
რუსეთი კლავდა ყველაფერ ქართულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოკლა ვერაფერი და ვერც ვერასდროს ვერ მოკლავს ვერაფერს.
რუსეთი კლავდა და კლავს საქართველოს სტაბილურ მომავალს, მაგრამ ვერც ამას მოკლავს. რამდენ საზღვარსაც არ უნდა გადმოვიდეს რუსეთის მკვლელი რაზმები, რამდენი ჩვენგანიც არ უნდა მოკლას ამ სიხლიანმა ტირანიამ, ის ვერ მოგვკლავს ყველას და ამიტომ, ის ვერ მოკლავს ჩვენს შემკვრელ იდეას.
მოკვდება სისხლიანი რუსეთი და იცოცხლებს საქართველო.
gio123
08 ივლისი 2020 20:31
10
რუსეთის არმია ისევე გვიცავდა 200 წელი, როგორც მონღოლების არმია იცავდა რუსეთს 350 წელი!
ლევანი
08 ივლისი 2020 13:27
15
რუსეთში თუ კითხულობენ ჩვენ კომენტარებს მშვენიერია. მათ უნად იცოდნენ რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი მიწების ოკუპაციას და ჩვენი თანამემალუეების გამოყრას. თოკოც კითხულობს და ასეთ ვნებათაღელვის შემდეგ იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე რუსების არმიელთა რიგებში არსოდეს ვიქნები შენი გულშემატკივარი. თოკო შენი ცხოვრება რა თქმა უნდა შენი ნებაა. მარა იცოდე, შენი იმხელა კალათბურთელი გახდი მარტო შენ თავს აღარ ეკუთვნი. შენც ყველა გამორჩეული სპორტსმენიც და ხელოვანიც, ასევე გამორჩეული ყველა ქართველიც ჩვენ ყველას გვეკუთვნით. ჩვენ თქვენით ვამაყობთ და ვხარობთ. ნუ წაგვართმევ ამ სიამაყეს და სიხარულს რომელსაც თოკო ჰქვია. ნუ აიღებ ამხელა ტვირთს, ეს შენც და ჩვენც დაგვაზარალებს.
G.LA
08 ივლისი 2020 17:17
9
არმიამ რომელმაც ჩემი სოფელი მიწასთან გადაასწორა და 2 ერთად გაზრდილი ბიძაშვილი მომიკლა იმ არმიის გუნდის ღირსებას დაიცავს? თან ჩემ პატრიოტობაში ეჭვი არ შეიტანოთო?
ზვიადი
08 ივლისი 2020 14:07
11
Markoishvili ro tamashobda cskashi mashin rato iyavi chumad?
Me
08 ივლისი 2020 14:48
15
არ მესმის იმ ადამიანების ვინც შენგელიას ცსკა-ში გადასვლას რაღაც ფორმალურ-კარიერულ წინსვლად აფასებს და მხოლოდ ის არგუმენტი მოყავს რომ სპორტსმენია და რაც მეტს იშოვის მით უკეთესი...ჩვენი რეალობის მიღმაც კი, სპორტული მიღწევების თვალსაზრისით რუსეთის ჩემპიონობა დიდი ვერაფერი მიღწევა იქნება მაგისთვის და ევროლიგა რომც მოიგოს მერე რააა??? ცსკა-ს გამარჯვებას აღნიშნავთ თუ მისალოცად ექნება საქმე შენგელიას??? რომელი ქართველი იამაყებს ამ მიღწევით??? ჩვენი კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება თუ რა??? დინამოს აქვს მოგებული 1962-ში ჩენმპიონათა თასი და მათ გვერდზე არასდროს დავაყენებ!!! ახალგაზრდა თაობას რა მაგალითს აძლევს ვერ გავიგე!!! ფულის და ტიტულების გამო ყველაფერი მოსულა??? ყველას ბევრი ფული მისცეს, მაგრამ ფულსაც ხომ გააჩნია???ვისგან უნდა მიიღო ეს ჰონორარი?! ვინც ორ საუკუნეზე მეტია ხანია შენი ხალხის მხოცავი არმიაა???!!! გაეშვით ოსმალეთის და სპარსეთის ხსნებით რუსების გაპრავებას! არც ისტორია იცით და არც რეალობა გინდათ გაიგოთ! გამოდით თავისმოტყუების რეჟიმიდან! გაიგეთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია! თუ მაინცდამაინც მეტი აზროვნება არ შეგიძლიათ და რუსეთი თქვენთვის მტერი არ არის და ამიტომაც მერე რა რომ ქართული კალათბურთის ვარსკვლავი არმიის გუნდში ითამაშებს, მაშინ ღიად მაინც თქვით თვქენი სათქმელი და ნუ მიედ-მოედებით ბიჭს კარიერას და ფლიქოლოგიას უნგრევენო! ყველა საკუთარ თავს უკეთებს რასაც უკეთებს! ერთმა დაწერა ესპანეთში კრიზისიაო და ხელფასს ვერ გადუხდიანო...რუსეთში ხო დალაგებულია ყველაფერი?! სულ რომ ყვაოდეს მთელი რუსეთი მაინც არ უნდა გადავიდეს თორნიკე ცსკა-ში!!!საცოდავი და გაუნათლებელი ხალხი ვართ, მტერსა და მოკავშირეს ვერ ვასხვავებთ, რუს ტურისტებს მისტირის ნახევარი საქართველო და ეხლა კიდე ამ მყრალი ცსკა-ს გადამკიდე დავერიოტ ქართველები ერთმანეთს?! სამარცხვინო ამბავი გვჭირს! ისე ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ყველაზე მყრალი გუნდი ცსკა იყო რომ იცოდეთ, მოსკოვის გარდა ყველას ეზიზღებოდა! უფროსმა შენგელიამ მაინც უნდა იცოდეს ეს ამბავი და ბოლო-ბოლო კოლია დერიუგინი არ გადავიდა ცსკა-ში, თანაც როდის!!! წესიერ და პატრიოტ ხალხს უნდა მიბაძონ ახალგაზრდობამ და არა მათ ვისთვისაც ფულის და ტიტულებისთვის ყველაფერი მოსულა ცხოვრებაში!
პაატა
08 ივლისი 2020 16:08
10
თურქეთზე და ირანზე რომ გადაგაქვთ ლაპარაკი, როდესაც ვინმე რუსეთის კაი ბიჭობაზე იტყვის რამეს ეგაა ზუსტად რუსული პროპაგანდის შედეგი, პოლიტიკა ცვალებადია და სხვადასხვა ეპოქას სხვადასხვა გამოწვევები აქვს, მაშინ რუსეთი იყო ჩვენი გადარჩენის საშუალება და გადავრჩით კიდეც დღეს ნატო და დასავლეთია მაშინდელი მოკავშირის და ეხლანდელი მტრის, რუსეთისგან გადარჩენის საშუალება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი ან მეორე ჩვენი მეგობარია, ეს უბრალოდ ამ მომენტში ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაშინ რუსეთთან ემთხვეოდა. და თუ ვინმე იტყვის რომ რუსეთთან ვალში ვართ რადგან მან გადაგვარჩინა ტყუილია, ჯერ ერთი იმიტომ რომ რუსეთისთვის მიზანი ჩვენი გადარჩენა არ ყოფილა, ისე როგორც ნატოსთვის დღეს არაა მიზანი საქართველოს დაცვა. გადრა მაგისა ჩვენი ჯარისკაცები იბრძოდნენ რუსეთის ომებში და მათი ყველაზე დიდი ომი ქართველმა სტალინმა მოიგო, ყველაზე მეტი მაგ ომში პროცენტულად ქართველი დაიღუპა, დღეს ქართველები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, ყველაზე მეტნი არიან წარმოდგენილი ნატოს მისიებში , ასე რომ არავისთან ვალში არ ვართ. პოლიტიკა ცივი თამაშია და დღეს თუ რუსეთია მტერი, სულაც არაა გამორიცხული რომ ხვალ დასავლეთი გახდეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება თვალები კარგად უნდა გავახილოთ და დღევანდელ მტერს დღეს ვებრძოლოთ ყველა შესაძლო მეთოდით.
gio
08 ივლისი 2020 17:15
4
საქართველოს თავად არ დაუწყია ბრძოლა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მაგ ტყუილის რომ გჯერათ ეგ არის სასაცილო, და თქვენი არმია რის აზარტში შევიდა ომის აზარტში? სადაც უამრავი ათასობით ადამიანი გაუბედურდა რა ადამიანებიხართ ომს რომ ჩვეულებრივ აზარტათ მიიჩნევთ, ვისაც სადაც უნდა იქ გადავიდეს ბოლო ბოლო, მარა მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ რამით დაგიკავშირდეთ ცხოვრებაში
fani
08 ივლისი 2020 15:56
9
ცსკ იმავე ფულით ფინანსდება რომელი ფულითაც ჩვენი დასაბომბი რაკეტები მზადდება!
ლაშა
08 ივლისი 2020 16:56
9
ცსკა - ში გამარჯვებების და სიხარულის გამოხატვის დროს მოუწევს რუსული დროშების ფრიალით ივანოვს გადაეხვიოს რომელიც გუნდის შეფია და პუტინის უახლოესი ადამიანია...... დაფიქრდი კაპიტანო!!!
კახა
08 ივლისი 2020 12:29
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული