"არ ვიცი, საიდან დავიწყო" - შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ემოციური წერილი გამოაქვეყნა და ვიტორიის "ბასკონიას" დაემშვიდობა.

"არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. მგონია, რაც უნდა ვთქვა, მთლიანად მაინც ვერ ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კლუბის, ქალაქისა და ადამიანების მიმართ!

პირველივე დღიდან გულთბილად მიმიღეთ, ერთ-ერთ თქვენგანად მაგრძნობინეთ თავი. მე და ჩემმა ოჯახმა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მივიღეთ თქვენგან და გულითადად გიხდით მადლობას, რადგან ამ ხნის განმავლობაში თავი სახლში გვაგრძნობინეთ.

ყოველთვის ერთადერთი რამ მინდოდა: ვყოფილიყავი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბის წევრი, სიყვარული და პატივისცემა საკალათბურთო პარკეტზე დამებრუნებინა.

ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვხედავდი, თუმცა მათ გარეშე რაც მივაღწიეთ, იმის ნახევარსაც ვერ მოვახერხებდით.

ასევე, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწვრთნელსა და მოთამაშეს, რომელთან ერთადაც ამ 6 წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა. თქვენ სამუდამოდ იქნებით ჩემს გულში!

ჩემი ოჯახი ბედნიერია იმით, რომ მეგობრები კალათბურთის მიღმაც შევიძინეთ, ბრწყინვალე ადამიანები, რომლებიც, როგორც შეეძლოთ, ყველანაირად გვეხმარებოდნენ. დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის!

ყველა წარუმატებლობასა და პრობლემას ერთად ვხვდებოდით... მხოლოდ მხიარულებისა და სიამაყის განცდა დამრჩა!

მივდივარ, თუმცა მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ აქ მაქვს სახლი, მყავს ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ და იციან, რომ ჩემს სულსა და გულს გავიღებ მათ გამო!

ყველაფრისთვის მადლობა, ვიტორია! უდიდესი მადლობა "ბასკონია"! დიდი მადლობა თქვენ, ჩემო ადამიანებო!" - დაწერა თოკომ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართველებმა მარტო სიძულვილი და ბოღმა ანთხიეთ მის მიმართ და მისგან კი თავდადებას და ერთგულებას მიოთხოვთ, თქვენ ვინ მოგცათ უფლება, მისი ბედი გადაწყვიტოთ და მილიონობით შემოსავალზე უარი ათქმევინოთ, თქვენ თვითონ ასე მოიქცეოდით? 99,9%- არა!!! მარტო სხვის ჯიბეებში ქექვასა ხართ მიჩვეული, ყველამ თქვენს თავებს მიხედეთ და სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას მოეშვით, რომელი სპორტსმენი სად ითამაშებს, თვითონ წყვეტს და თუ თქვენ არ უგულშემატკივრებთ, ამით არაფერი მოაკლდება, ამის დარდი ნუ გექნებათ!
******
17:56 09-07-2020
24
ეხ თოკო,თოკო! სამხრეთიდან ჩრდილოეთში წახვედი!
გუჯა
16:06 09-07-2020
17

სიახლეები პოპულარული