შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
ლაიკებს და დისლაიკებს ვუყურებ და გაოცებული ვარ რამდენი რუსეთუმე გვყოლია კიდევ, მიუხედავად ჩვენი ყოველდღიური დამცირებისა და სულში ჩაფურთხებისა რუსეთისაგან. ყველა თავისუფალია თავის არჩევანში, მაგრამ ამან თავი აღარ უნდა დადოს დიდ ქართველობაზე და ქართულ სულზე, ისე კალათბურთს ბევრი თამაშობს ქვეყანაზე, მაგრამ...
რუსეთუმეებო მოკითხვა ქართველებისაგან
17:41 09-07-2020
40
თავს ნუ იტყუებ! შენ უკვე ძალიან დაპატარავდი. ვიცი სანამ შენი ყურით არ გაიგებ არ დაიჯერებ. ახლა ასეა საქართველოში, ყველას ვისაც სამშობლო და სიმართლე გვიყვარს ნაცებს და დაქირავებულებს გვეძახიან ქოცები და რუსეთუმები. აი ისე ნაცები რომ მოღალატეებს ეძახდენენ სიმართლის მთქმელ ხალხს. ხოდა თუ ნაკრებში ითამაშებ (რასაც არ გირჩევ) მერე გაიგებ ჩვენ ხმას. შენი ხარბობით რუსებმა 2 საქმე გააკეთეს. არმიელები გააძლიერეს და ჩვენი ნაკრები უკვე დაასუსტეს. რადგან შენ რომც ითამაშო მაინც პრესს ვერ გაუძლებ, რომ ისევ ისე ითამაშო. ჩვენ ხმას მთელი მსოფლიო გაიგებს. უკვე NBA-ში მოთამაშე საბონისმა დაწერა სოციალურ ქსელში და მალე უფრო ბევრი გაიგებენ. უცხოები არავინ გეტყვის ალბათ პირში, მარა ყველას ეცოდინება რომ შენი ნაკრების ქომაგები გაგვყიდე. შენ ვეღარც მანდ იქნები ჩველებურად ძლიერი, იმიტომ რომ დაპატარავდი და ამას მალე იგრძნობ. სამშობლოს ცნებაზე გსმენია რამე. ეს ცალმხრივი სიყვარულია და მხოლოდ შენ უნდა გიყვარდეს. სამშობლოსაგან ნურასოდეს მოელი 30 ვერცხლს. ახლა რამდენიც გინდა თავი იმართლე რომ სპორტული თვალთაზრისით თუ დიდი სახელფასო გასამჯელოთი დაინტერესდი. მაგ რუსი არმიელების გერბს ქართველი ხალხის სისხლი ჯერაც არ შეშრობია.
G.LA
16:59 09-07-2020
39

სიახლეები პოპულარული