გომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

AutoSharing Option
ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ ცსკა-ს ახალწვეულის, თორნიკე შენგელიას შესაძლებლობები შეაფასა და ევროლიგის ახალი სეზონის მოლოდინზე ისაუბრა.

"შენგელია მძლავრი ფორვარდია, შესანიშნავი "ფიზიკა", ლიდერული ხასიათი, სამწამიან ზონასთან თამაშის ჩინებული უნარები გააჩნია და დაცვაშიც კარგად ირჯება. სამწუხაროდ, მას საშუალო და შორი დისტანციიდან სტაბილური სროლა არა აქვს. ამ ნაკლის კომპენსირებას მოკლე და გრძელი დრიბლინგით ახერხებს, ძალიან სახიფათოა ფარქვეშ შესვლისასაც. იცის და სიამოვნებით მონაწილეობს გუნდურ თამაშში, ფლობს კარგ პასს, როგორც ცენტრში, ასევე რკალში.

ნებისმიერი დონის მოთამაშისთვის პირველი სეზონი გუნდში ყოველთვის რთულია. ძალიან მინდა, რომ თორნიკემ
რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ახალ გუნდში ადაპტირება, მოსკოვში კარგად მოეწყოს, თავი კომფორტულად იგრძნოს. მომავალი სეზონი კი საკმაოდ საინტერესო, მწვავე და აზარტული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინც თორნიკეს ლანძღავთ, ხომ ხართ მაგარი ბიჭები, ჩემი თხოვნაა აფხაზეთი, კოდორი სამაჩაბლო, დავით გარეჯი დააბრუნეთ! აქ კომენტარებში გულზე ხელს, რომ ირტყავთ დიდ მამულიშვილობაზე, წადით და დაგვარწმუნეთ თქვენს მგზნებარე პატრიოტობაზე, მაგრამ რა თქვენი ბრალია რაც არ შეგიძლიათ არ შეგიძლიათ იმიტომ, რომ ერთი მშიშარა კურდღლები ხართ თქვენი მიხუიას თამადობით. უბრალოდ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს რომელიც სავსეა ურა პატრიოტობით და ამავე დროს ძალიან საცოდავები ხართ იმისდაგამო, რომ არაფრის ტრ..ები ხართ. ერთადერთი თქვენი მოკლე ჭკუით აქ გაგდით კომენტარებში, თორემ სინამდვილეში ცარიელი ადგილები ხართ, აიღეთ დიდი მახათი და გაერთეთ.
თორნიკე მხარს გიჭერთ, ამ იდიოტებს არ მიაქციო ყირადღება.
10:15 11-07-2020
30
საზიზღარი შოვინისტია ეს ნაძირალა. ლიტვიდან რეპორტაჟებს რუსეთის არხზე ვუყურებდი. უნდა მოგესმინათ როგორ გვამკობდა.
emigranti
03:13 11-07-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული