კრიტიკა ჩემზე ისე ძლიერ არ მოქმედებს - თორნიკე შენგელია "ბასკონიას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ვიტორიაში ჩავიდა და "ბასკონიას" გულთბილად დაემშვიდობა. ის ბასკური გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მის რიგებში 318 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თქვა, რომ ამ გუნდში ბიჭი მივიდა და მიდის როგორც კაცი.

თორნიკემ მადლობა გადაუხადა კლუბსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის, თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მეორე სახლია.

"უფრო სრულყოფილ დამშვიდობებას ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა, ვერც ვინატრებდი, სამუდამოდ დამშვიდობებას არ ვაპირებ, რადგან არავინ იცის, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა შენგელიამ.

ცსკა-ში გადასვლის შესახებ კი შემდეგი აღნიშნა: "თავს
კარგად ვგრძნობ, კრიტიკა ჩემზე ისე ძლიერ არ მოქმედებს, ვინაიდან ოჯახი და ხალხი მიცნობს, ვინც ვარ, ხოლო ვინც არ მიცნობს, არ აქვს მიზეზი გამაკრიტიკოს".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ხალხის ნერვებზე თამაშობს ეს ისეთ რაგაცებს იდზახის
dmx
18 ივლისი 2020 22:03
7
თქვენ შიზოიდი ნერვიულები იყოთ რა თორნიკეს ბრალია.
io
18 ივლისი 2020 22:38
22
ყველა კომენტარი დამიბლოკეს! ЦСКА-ს "ბალეშიკებო"კარგია, რომ ასე ცოტანი ხართ!!
თბილისელი
19 ივლისი 2020 13:04
2
ძალიან გვიყვარხარ თორნიკე.
ანკა
18 ივლისი 2020 19:20
26
Ვინმემ თუ რამე კარგი გააკეთა კარგი ეროვნული ნაკრებისთვის, მითუმეტეს კაპიტანმა, ეს მისი უპირველესი ვალდებულებაა და წამოსაყვედრებელი ამაშია არაფერია. Კარგად დაიმახსოვრეთ, როდესაც ეროვნული ნაკრების დროშისფერ კვართს იცმევ და კაპიტნის სამკლაურს იკეთებ, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. Მთელს ერს ეკუთვნი და მთელი ერის სახე ხარ. Თუ პირადი კეთილდღეობა, ე. Წ. "სპორტული კარიერა" გადარდებთ და მას წინ აყენებთ პატიოსნად დაუთმეთ თქვენი ადგილი ნაკრებში სხვას უფრო ღირსეულს. Ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს და მოიქცეს ისე, როგორც მისთვის უკეთესია, მაგრამ არა ქვეყნის სახელით და სიმბოლიკით. Პოლიტიკა უსისხლო ომია და სპორტიც და ხელოვნებაც ვერ დაემალებიან მის ზეგავლენას. Ისტორიულად ასე იყო და რაღა ჩვენ გამოვდექით ყველაზე ჭკვიანები რომ ვმიჯნავთ მათ. Მთავარია მომავალმა თაობამ მიიღოს გაკვეთილი რომ არასდროს ეპატიება ის რაც ეროვნულ ღირსებას დააზიანებს. Პატარა ერი ვართ და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი თვითმყოფადობის მაქსიმალურად შენარჩუნება ყველგან სპორტშიც და ხელოვნებაშიც, ბიზნესშიც და ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი.
Segestrya
19 ივლისი 2020 09:09
3
ნუ თუ ვერ ხვდებით რომ თოკო ისევ ნაკრებისთვის ცდილობს და საერთოდ გამოფხიზლდით ხალხო რა შუაშია საერთოდ რუსულ გუნდში თამაშობს თუ გერმანულში მასე გერმანიაში და რუსეთში იმდენი ქართველები არიან წასულები სხვადასხვა მხრივ და რა მოღალატეები არიან ისინიც? ხალხო ცოდა დაფიქრდით.
ირაკლი
19 ივლისი 2020 19:34
7
თორნიკე ძალიან მივარს, მაგრამ როგორც კალათბერთელი ცსკა-ში დაბალ დონეზე ჩამოვა
ALONZO
18 ივლისი 2020 19:50
5
ნერვები მეშლება ორმაგ სტანდარტებზე:( ნიკა გვარამია ბრეინ რინგს რო თამაშობდა რუსეთში მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი? თუ 2008 წლიდან იწყება ათვლა? კიკაბიძე კაი ტიპიაო 2008 ამდე არ უმღეროდა რუსებს? აფხაზეთი და სანაჩაბლო წაგვართვეს 1990-1993 წლებში!
Bokinio
18 ივლისი 2020 19:46
14
წარმატებები თოკო!
joi zaza
18 ივლისი 2020 19:15
25
აბა "ვაი პატრიოტებო" აყაყანდით როგორც იცით. მაგარი ხარ თოკო ამ ბედოვლათებს არ უნდა მიაქციო ყურადღება. შენს უკან ჩვენ ვდგავათ უმრავლესობა. ამათ რუსეთში ხვიჩა კვარაცხელია ყავთ და როცა გაკრიტიკებენ რატომ რუსეთშიო, ხვიჩასაც კითხონ რატომ ხვიჩული რუსეთში? ისე, რომ ჩვენო საყვარელო თოკო წარმატებას გისურვებთ ამ შინაური მტრების ჯინაზე.
.გამარჯვება კაპიტანო.
18 ივლისი 2020 18:12
36
1000000000%-ით მართალი ხარ. ვენაცვალე ჩვენს თორნიკეს.
ზაური
18 ივლისი 2020 19:18
28
მადლობა ღმერთს, ღირსებააყრილი ხალხი ჯერაც უმცირესობაში ხართ ამ ქვეყანაში და მადლობა საიტის ადმინისტრაციას, რომ გაყალბების საშუალებას არ გაძლევთ...
მ. ტ.
19 ივლისი 2020 00:21
8
მაშ ხვიჩა ჩვენია და თორნიკე - თქვენი?!.. მაგას იქით ვეღარ მიდის შენი ქართველობა?!.. თუმცა შენ ხომ ფანი ბრძანდები, შენთვის გულშემატკივრობა უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში საძებნ სიტყვას წააგავს... ისე, რომ იცოდე, ყაზანი (ქვაბი) სამჯერ კი არა, 23-ჯერაც რომ დაწერო, რუსეთი ვერ გახდება, რადგან სათათრეთის დედაქალაქია და მაგათ კიდევ საკუთარი მიზეზები აქვთ რუსების სიძულვილის... თუმცა, ეს არაა მთავარი, არც ის, რომ ერთი ნაკრების კაპიტანია და მეორე -დამწყები ფეხბურთელი, ერთს ყველაფერი აქვს და მაინც ფულს გაეკიდა, მეორეს- ბევრი არაფერი და იმასაც გაჭირვებულ თანამემამულეებს ახმარს... მთავარი ის გახლავს, რომ თორნიკემ მშვენივრად იცის, რამდენად ღირსეული ნაბიჯი გადადგა და დარწმუნებული ვარ, მინიმუმ არ ამაყობს მაინც ამით, თქვენ კი, ვინც ბრმად და ფან - ატიკურად ამართლებთ მის საქციელს, მასზე ბევრად უღირსად გამოიყურებით და როგორღაც ახერხებთ კიდეც, რომ ამით იამაყოთ..
ფანკლუბ ბენდ კამანდას
19 ივლისი 2020 14:26
3
ღირსება აყრილები არ ხართ უმრავლესობაში? ზოგიერთ ფეხბურთელს რომელიც რუსეთში გამოდის რუსეთის სახელით, რამის ოქროს ბურთი გადასცეთ უკვე ისე ხართ ჭკუა გადასულები და იმას ვერ ხვდებით, რომ ხვიჩა სხვა გალაქტიკაზე კი არ თამაშობს, არამედ რუსეთში! რუსეთში! კიდევ ერთხელ რუსეთში! რა რამეს ვიგონებთ? თორნიკეს ამ დიდებულ ქართველ კალათბურთელს თავი დაანებეთ და მიხედეთ თქვენს ხვიჩას, რომელიც შეიძლება ისე მალე გადარუსდეს, რომ აღარც მოუნდეს ქართველობა. ამაზე იფიქრეთ.
თორნიკეს ფანი
19 ივლისი 2020 09:36
9
გენაცვალე თოკო არავის არ უსმინო შენ ჩვენი კაპიტანი ხარ და საქართველოს ნაკრების სახე, ვინც არ უნდა გითხრას კაპიტნობა არ დათმო შენ ნამდვილი კაპიტანი ხარ. შენს პატრიოტობასი ეჭვი არასოდეს მეპარებოდა და არც შემეპარება.
რაც შეეხება კრიტიკას. გეხვეწებით ნუ ურევთ სპორტს პოლიტიკაში, ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თოკოს განვითარებისთვის ეს კარგი ნაბიჯია და არავის არ აქვს უფლება რომ რამეთი დაადანაშაულოს რადგან ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ანანიძე რომ რუსეთში თამაშობდა და სხვა ქართველები მაშინ რატომ არ გქონდათ ეგეთი რეაქცია, რაღა თოკო გახდა მოღალატე? სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ გეტყვით. ვინც თოკოს თვლის მოღალატედ ტავადაა მოღალატე, რადგან ისეთ ქართველს კიცხავს რომელიც ამას არ იმსახურებს. დაგავიწყდათ თოკომ რამდენი რამ გააკეთა ნაკრებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ჩვენ კიდე რითი ვპასუხობთ ლანძღვა გინებითა და შეურაწყოფით. ვინც თვლის რომ შენგო არაა პატრიოტი და მას ლანძღავს, ის უბრალოდ უმადურია. სანამ რამეს დაწერთ დაფიქრდით ხალხო. სულ ცუდს ნუ ხედავთ, ის კარგიც გაიხსენეთ რაც გააკეთა ამდენი წლების განმავლობაში ადამიანმა. რატომ ვართ ესეთი უმადურები?
ირაკლი
18 ივლისი 2020 22:41
32
თორნიკეს ამ ამბამდე ქება-დიდება არ აკლდა. ხომ იცოდა რომ გულს ატკენდა ქართველებს მისი საქციელი? დაიკიდა ჩვეულებრივად.
და მოღალატეს რაც ეხება, თუ მე ვარ მოღალატე ღმერთმა მოგახმაროთ შენგელაიცა, თოფურიაც, პავლიაშვილიც,. ორჯონიკიძეც და ვინც გინდათ კიდევ .
რის გამო ეძახი ნახევარ საქართველოს მოღალატეს? კაპიტანის *(რომელსაც მთელი კარიერა არ აკლდა სიყვარული და პატივისცემ) რუსეთში მტრის ქვეყანაში წასვლა გულს ტკეენს ამ ხალხს ეძახი მოღალატეს?
ქართველისთვის რუსეთთან დაპირისპირება და დაკარგული ტერიტორიები რომ მარტო პოლიტიკაა იმიტომაც დავკარგეთ ის მიწები. მარტო სუფრაზე და პოლიტიკაში რომ ვართ ქართველები
ირაკლი=ს
19 ივლისი 2020 00:45
4
კიდევ ერთხელ ვამბობ ნუ ურევ პოლიტიკას სპორტში. ისინი განსხვავდებიან და თუ ეს არ გესმის მაშინ საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები. და გულშემატკივრების სიყვარულზე რომ ლაპარაკობ ჯერ დაფიქრდი და გაიაზრე რა ნიშნავს ეგ სიტყვა და მერე წერე. ვინც რა არ უნდა თქვას თოკო ჩვენი კაპიტანი იქნება და თუ ვინმე სტვენას დაუწტებს ის არ არის საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი.
ირაკლი=ს- ს
19 ივლისი 2020 19:29
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული