გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
მართალია ამ კალათბურთელის საქციელი ჩემთვის ყველანაირად კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა, მაგრამ ეს ნაცები და გუბაზები ამის ვითომ ლანძღვით რო მარკას იწევენ, მაგაზე მეშლება ნერვები. რამის დავიცვა ამ ორპირებისგან და ორგულებისგან. (თუმცა სად ააქთ გული). აფსუს ამათი სალანძღიც რო გახდა ჩემი უსაყვარლესი კალათბურთელი (ერთდროს).
Alt
20 ივლისი 2020 19:26
9
ამ ბოყინას რაღა უნდა?! ამის გაკეთებული საქმე ვინმეს ახსოვს???? სააკაშვილი თავგასიებულს მეძახდაო...... მივიდა და ჩაეხუტა..... საკუთარ თავს უღალატა და ქვეყანას არ გაიმეტებს?!
კაკო
20 ივლისი 2020 19:20
10
შენ ხო ზაქიჭამია!!! უორინციპო კალია ხარ, დახტუნავ წინ და უკან. მიდი რა მემუარები წერე
გგგგგ
20 ივლისი 2020 19:02
14
შენგელიაა მოღალატე და გუბაზა არა? გუბაზა თავის პრინციპებს და მორალსაც კი გადააბიჯა ფულის გამო. შენგელია კიდე სპორტსმენია და სუფთა სპორტული თვალსაზრისით არაფერი დაუშავებია.
გიორგი
20 ივლისი 2020 18:50
13
არაკაცის მსოფლიო ეტალონი ხარ,შენ რა უფლება გაქვს ვინმეზე რაიმე თქვა,შე მართლა.............
დ.დ.
20 ივლისი 2020 18:44
12
ეს უნამუსო კაცი სხვის მორალზე რო ილაპარაკებს და ჩვენ რო ვუსმენთ, აი მანდ გვაქვს პრობლემა. ერთ ადილს (თან საკმაოდ დიდს) ათამაშებს ამდენი წელია ეს უპრინციპო ძალით პოლიტიკოსი
giorgi
20 ივლისი 2020 18:39
9
ეს,რომ ვინმეზე რამეს იტყვის,კარგი იქნებოდა არ გადასულიყო,მაგრამ მოღალატე არ არის და სიტყვები მოზომეთ ბატონო გუბაზ.
გოჩა
20 ივლისი 2020 18:37
11
gubaz shenze moghalatea vinme? erti sheidzleba natelashvilma gajobos. es vai politikosebi rom gamodixart da ert adgils atamashebt vinc mets mogcemt imastan rom garbixart ozi qalebivit. tokos sheni sakritikebeli ra chirs. tu toko moghalatea mashin visac rusetshi turqetshi da kide sxvagan natamashebi aqvs yvela moghalate yofila imatac wagvartves teritoriebi. magram kacs ra unda elaparako mishas dedas aginebda mere udzvreboda mere tu daschirda yvelas aginebs da sheudzvreba kidec.
dato
20 ივლისი 2020 18:21
7
გუბაზ სანიკიძე ტიპიური მოღალატეა და ეს საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, თორნიკე სპორტსმენია და რაღა თორნიკეზე ლაპარაკობს მყრალად როდესაც ცინცაძე და მარკოიშვილი პირველები იყვნენ ვინც ცსკაში თამაშობდნენ, ასე რომ თორნიკეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, სანიკიძესთანა პოლიტიკოსებს და საერთოდ პოლიტიკოსებს არაფერს კარგს არ მოუსურვებ.
ხვიჩა
20 ივლისი 2020 18:15
12
მე მაქვს უფლება ვიფიქრო ისე, როგორც მჯერა. ჩემთვის ეს კალათბურთლი არაა სამშობლოს პატრიოტი და იგი რუსული პროპაგანდის ნაწილი გახდა. იგი ჩემი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი არ უნდა იყოს!თქვენ კი ღმერთმა მოგახმაროთ სიკეთეში
ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი
20 ივლისი 2020 18:12
36
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული