გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
აუ, ბატონო გუბაზ, დავაი რა .......
დინამოელი
21 ივლისი 2020 08:48
7
ამ კაცს საკუთარი გვარი ღუპავს, მამაზე უკეთესი უნდა იყოს და მიედ-მოედება რაღაცეებს, საბოლოოდ არაფერი არ გამოსდის მარა არც ნებდება, ცოტა მეტი განათლება გჭირდება გუბაზ, მეცნიერული და არა ზღაპრების ცოდნა რომელსაც ისტორიას უწოდებენ. ისტორია დოქივით არის, ყურს სადაც გინდა იქ მიადგამ. შენ რომ გინდა მილიონები, სახელი, პატიოსნება, პოლიტიკოსობა პატრიოტიზმი ერთად არ გამოვა. ერთი აირჩიე - ორ სკამზე ჯდომის მსურველს არაფერი ხვდება.
გონიერა
20 ივლისი 2020 18:01
12
ამ კაცის რეიკარნაცია მოახდინა ტელევიზია მთავარმა!! გვარიამ ამოიღო ნაფტალინიდან , კარგად გაწმინდა და შემოუშვა ისევ პოლიტიკურ ასპარეზზე ! და ამანაც დაიჯერა უცებ რო ხალხს დააავიწყდა ამის გრეხები!!! მარა როცა არ ვარგიხარ , ესეიგი არ ვარგიხარ! ამ განცხადებით თავის თავს ხარაკირი მოუწყო!!! / მილიონი უნდა იშოვო განათლებით, ან სპორტით, ან ხელოვნებით, ან ბიზნესით!!! და არა პოლიტიკით და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც!! მაგან ალბათ ბავშობაში კვაჭი კვაჭანტირადზეეეეეე ძალიან ბევრჯერ გადაიკითხაა და მოიხიბლა !!! მარა კვაჭამდე ძააან ბევრი უკლიაა!!! ეჰ, გუბაზ, გუბაზ შენი საქმე არის ისტორია , კარგი თხრობა გაქ , ვერ დაგიკარგავ ბევრი რამ იცი , ხოდა მიაწექი მაგ საქმეს, არააა ეს პოლიტიკა შენი ძლიერი მხარეე!!! ყოველთვის იქნები ნიჟეს ამოსადები ჯოკერივით !!! ( ეს ბოლო ვითომ გავიხუმრე :დ)
Vasili
20 ივლისი 2020 17:42
8
ხო ყველა მოღალატე და მონაა ვინც სიმართლეს ამბობს ერთადერთი პატრიოტი ბატონი ბიძინა ყოფილა ამ ქვეყნად, ენაცვალეთ მაგას :))))
irakli81
20 ივლისი 2020 16:54
36
სხვა რაღაცაც მეწერა მანდ და რატო ამოჭერით?  ან არ გამოგექვეყნებინად ან კიდე სიტყვების ამოჭრა რა უბედურებაა, რამის აზრი შეუცვალეთ ტექსტს:)))
irakli81
20 ივლისი 2020 18:35
0
შენგელია თუ მოღალატეა, შენ შპიონ-დივერსანტი ყოფილხარ, როგორც აქამდე ინიღბებოდი.
სიმართლე.
24 ივლისი 2020 21:17
5
ეს არარაობა ბოღმისაგან ჭკუაზე შეიშალა!
aburjga
23 ივლისი 2020 16:54
7
არ მესიამოვნა შენგელიას ცსკა-ში გადასვლა, მაგრამ ეს იმის უფლებას არ მაძლევს, მოღალატე ვუწოდო. ამ პარტიების წარმომადგენლებმა კი არჩევნების წინ სპორტულ საიტზე გადმოინაცვლეს და თავიანთ ბრძნულ აზრებს აფრქვევენ. ნუ გაგვიჩმახეთ რა საქმე. შენგელიას მომხრეებმა ტაქტიკა აირჩიეს - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და მგონი მაგათაც ნამეტანი მოსდით. ნეტავ შენგელიას მეტი პრობლემა არ გვქონდეს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
იპოლიტე
22 ივლისი 2020 02:10
7
Გუბაზა სხვას ეძახის მოღალატეს,
20 წლის მუტრუკი ბავშვია და მკვლელობისთვის ციხეში ჩასმა როგორ შეიძლება,
დამნაშავე სპორტსმენებს წლებს ვაკარგვინებთ თურმე,
ძაღლი რომ ქალს დაგლიჯავს ქალის ბრალია და ძაღლი თავს იცავდა,
ყველას ორი დიპლომი აქვს და ფიზიკურად ხომარ იმუშავებს ტეხავს,
ატოცში ან ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ერთეულების მოვალეობაა და სხვა უაზრო აქციებზე 1000 კაცი დადის,
Მერე კიდევ გვიკვირს რატომ ვართ ამ დღეშიო, კიდევ უარესის ღირსები ვართ
Მხოლოდ საქართველოში
21 ივლისი 2020 21:34
0
საქართველოში რომ არ დაგედგომება, ისეთი მოღალატე ხარ. თავმოყვარე კაცი, შენსავით არ მოიქცეოდა, მაგრამ მილიონებს გამოეკიდე და...................
სიმართლე
21 ივლისი 2020 10:48
8
ერთი საკითხია,გუბაზის კაცობა და მენტალიტეტი-სხვას ეძახის მოღალატეს და თვითონ უარესია.მეორეა შენგელიას მოღალატეობის საკითხი - რამდენი ფულს დახარბებული,უღირსებო და უთავმოყვარეო სპორტსმენი  გვყოლია.
status quo
20 ივლისი 2020 16:29
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული