თოკო შენგელია: უემოციოდ უნდა იმუშავო და რასაც იტყვი, გააკეთო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მოკლე ინტერვიუს მისცა "ფუენლაბრადას" კალათბურთელი ირლ ჯეროდ როულენდის "იუთუბ" არხს და წარმატების საკუთარ ფორმულაზე ისაუბრა.

"დღის ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, გინდა ისევ ამის კეთება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მთელი ვნებით უნდა განაგრძო. ამ დროს შენს ოჯახს ართმევ და რატომ უნდა დაიხარჯო სანახევროდ? ოჯახთან მაინც ვერ ხარ, დროს მაინც კარგავ, ამიტომაც ჯობს 100%-ით დაიხარჯო.

ჩემი ძლიერი მხარეები? ვთვლი, რომ პარკეტზე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. 15-16 წლის ასაკში ვალენსიაში, ბაზაზე ვცხოვრობდი და ბევრს
ვვარჯიშობდი. ბურთის კარგად ტარება ძალიან მეხმარება. ვიცი, რომ მხოლოდ წინ დგომითა და ორნიშნა სტატისტიკებით საკუთარ გუნდს ვერ დავეხმარები, მეტი უნდა გავაკეთო.

ასე, რომ ვიცი ბურთი ხელით უკეთ უნდა ვატარო, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე უნდა შევძლო, სროლების გაუმჯობესებაზე ვიმუშავო, სწაფად ვიმოძრავო, დაცვაში ძალიან კარგი ვიყო. ვიცი რაც მჭირდება და მათ დასახვეწად ვმუშაობ კიდეც.

ჩემთვის წარმატების მიღწევის წინაპირობა ემოციების გარეშე მუშაობაა, მშვიდი უნდა ვიყო. პრობლემის განსაზღვრა უნდა იცოდე, როცა ამას შეძლებ, მისი მოგვარების გზასაც იპოვი. ამის შესახებ თანაგუნდელებს უნდა ესაუბრო და შემდეგ ადგე და გააკეთო, რადგან საუბარი საქმის მხოლოდ ნაწილია.

არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი, უნდა ადგე და გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში თანაგუნდელები არ გამოგყვებიან. ესაა ჩემთვის პრობლემებთან გამკლავების ფორმულა,"- განაცხადა თოკომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 30 /
დღეს ვუსმინე მამამისთან ინტერვიუს და საბოლოოდ წერტილიც დავუსვი ამათ ამბავს. რატომ მაინცდამაინც ცსკა-ო? იმიტო, რომ ნაკრებში ყველა თამაშზე გამოუშვებენო რაც გადამწყვეტი იყო ჩვენთვისო...რეალი და მილანი არ გამოუშვებდნენო...გქონდათ რეალიდან ან მილანიდან შემოთავაზებებიო? ცსკა-ს გარდა არავისგანო...სამი წელი გვეჩალიჩებოდნენო. ბასკონიაში რატომ არ დარჩითო? ბიუჯეტი შეამცირესო..ანუ ყველაფერი დავიდა ფულზე! სამწუხარდ რისი ეჭვიც მქონდა ის გამართლა...არ ღირდა ფულის გამო რუსების არმიის გუნდთან შეკვრა!!! ძალიან ცუდი მაგალითია მომავალი თაობებსთის!სამშობლოს ინტერესი არაფერზე არ უნდა იცვლებოდეს!!!
პაატა
18:11 21-07-2020
36
თორნიკე წარმატებას გისურვებთ! მაგარი ადამიანი და დიდებული კალათბურთელი ხარ.
ძალიან გვიყვარხარ. ნანკა
18:06 21-07-2020
35
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული