კირილენკო: შენგელია მოიყვანეს? ცსკა მაინც იმავე დონის გუნდი იქნება

AutoSharing Option
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს შანსები შეაფასა.

"არ მგონია, რომ ცსკა ყველას გაარღვევს. გუნდი ისევ იმ დონეზე იქნება, რაც წინა წელს იყო. მათი ამოცანა ყველა შეჯიბრებაზე ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება იქნება.

შენგელია და მილუტინოვი დაიმატეს? მერე რა?! ტომიჩი და უელბეკინი რომ მოეყვანათ, არაფერი შეიცვლებოდა.

მილუტინოვის ტრანსფერი კი შედგა, თუმცა "არმიელებმა" ჰაინსი დაკარგეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და გუნდს უდიდეს თავდაჯერებას მატებდა. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კალათბურთელი წავი
და.

ცსკა-ს კი ძალიან დატვირთული გრაფიკი ექნება და მწვრთნელისთვის სათამაშოს დროის გადანაწილება ადვილი არ იქნება", - განაცხადა კირილენკომ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენგელია, შენ რა გითხარი მე ასეთებს რომ მიეცი საშუალება შენნაირ გრანდზე რომ ანთხიონ ბოღმა. თუ ფულის საქმე იყო, ნეტა ქართველებს შეგვეგროვებინა თანხა და ჩვენი ვაჟკაცი ჩვენთან ყოფილიყო და ჩვენ გვეამაყა. ვის ხელში მოხვდა და რას გაუჩალიჩებენ ამ ბიჭს, ერთმა ღმერთმა უწყის. დასანანია.
ქართული სული
18:51 31-07-2020
48
რა თანხა? სამასი ლარი მჭირდება, თივა მაქ საყიდელი აბა მიდი ააგროვეთ. ფეხი გარეთ რომ დამრცეს, მომაჭრიან და ამან თანხაო, ჰმ...
კ ო მ ბ ლ ე
09:46 01-08-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული