გოგა ბითაძემ NBA-ს სადებიუტო სეზონი დაასრულა - 0 წუთი პლეი-ოფში

AutoSharing Option
NBA-ს პლეი-ოფის პირველ სტადიაზე "ინდიანა პეისერსმა" "მაიამი ჰიტთან" უშანსოდ წააგო (0:4) და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშებას გამოეთიშა.

ინდიანაპოლისელები სერიის 4-ვე მატჩში ისე დამარცხდნენ, რომ გამარჯვებასთან ახლოსაც კი არცერთში არ ყოფილან. ბოლო შეხვედრა კი დღეს, 25 აგვისტოს 12 ქულით დათმეს - 87:99.

სამწუხაროდ, გოგა ბითაძის პლეი-ოფში დებიუტი მომავალ წლამდე (იმედია) გადაიდო. "მაიამისთან" გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ქართველი ცენტრი "ინდიანას" მწვრთნელმა პარკეტზე 1 წუთითაც არ შეუშვა...

გოგა სეზონის განმავლობაში საშუალოდ 8 წუთს თამაშობდა, 3,2 ქულას აგდებდა, 2-ჯერ ხსნიდა ბურთს, 0,4 გადაცემასა და
0,7 ბლოკს აგროვებდა.

სხვა შეხვედრები:

ოკლაჰომა - ჰიუსტონი 117:114 (2:2)

პორტლენდი - ლეიკერსი 115:135 (1:3)

ორლანდო - მილოუკი 106:121 (1:3)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვენაცვალე მაიამის , ჩვენი ჯავრი იყარა პეისერზე , გოგას რაც შეეხება , არ იდარდოს , ეს ფიასკო მაინც არ დაბრალდება მაგას . სასწრაფოდ უნდა გაეცალოს გოგა ამ გუნდს , არ აინტერესებს არავის მისი განვითარება , რამდენიმე თამაშს ვუყურე და ფარქვეშ მარტო მყოფსაც კი არ მისცეა ბურთი , ეს თუ მწვრთნელის დავალება არ არის , გამორიცხულია გუნდმა ეს გაბედოს , მითუმეტეს ინდიანას დონის . აბა ბოსტონში გაბედოს ეგ ვინმემ , პასი უნდა გასცე როცა ჩასაგდებია უეჭველი თუნდაც კარი იყო და 10 დან 10 სამიანს აგდებდე , ხოდა გამიხარდა " მოხუცმა " დრაგიჩმა რომ დაიფრინა ინდიანა .
ATP 16
15:39 25-08-2020
0
ამ ყველაფერში ყველაზე გასაოცარი და ჩვენთვის სამწუხარო ისაა, რომ ინდიანას მწვრთნელს ნეიტ მაკმილანს პლეიოფის დაწყებამდე კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. როგორც ჩანს, ინდიანას ხელმძღვანელობას პლეიოფის პირველი რაუნდებიდან ყოველწლიურად 0-4 წაგებები აკმაყოფილებს, მთავარია პლეიოფში გაძვრნენ და იქ თუნდაც ასე უშანსოდ წააგონ. ასევე სამწუხარო ისაა, რომ ამ წაგებას საბონისის არყოფნით და ოლადიპოს ცუდი ფორმით გაამართლებენ, მწვრთნელს მაინც არ დააბრალებენ. ტერნერის გაცვლაც ამ ეტაპზე არარეალურად ჩანს, ამიტომ გოგამ ახალი გუნდი უნდა იპოვოს. იმ გუნდის მწვრთნელს, რომელიც გოგას ჯაკარ სემპსონს ამჯობინებს, რაღა უნდა ელაპარაკო...
კალათბურთის გულშემატკივარი
16:09 25-08-2020
0

სიახლეები პოპულარული