თორნიკე შენგელიას წარმატებული დებიუტი ცსკა-ში

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიამ პირველი მატჩი ჩაატარა

ცსკა-მ წინასასეზონო სერიის პირველ შეხვედრაში უპრობლემოდ, 102:67 სძლია მოსკოვის "რუნა-ბასკეტს".

შენგელიამ 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი. გამარჯვებულ გუნდში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ახალწვეული სერბი ცენტრი მილუტინოვი იყო. მაიკ ჯეიმსის ანგარიშზე 17 ქულაა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ფარზე მილუტინოვი და შენგელია დომინირებდნენ და მათი მეცადინეობით უკვე პირველ მეოთხედში მოახერხეს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება.

ცსკა-ს მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა კორონავირუსი მოირჩინა და მალე ათენიდან მოსკოვში ჩაფრინდება, იქამდე
კი გუნდს მისი თანაშემწე ანდრეას პისტიოლისი ხელმძღვანელობს.

ცსკა 29 აგვისტოს მბა-ს წაესპარინგება, პირველ ოფიციალურ მატჩს კი 23 სექტემბერს, ვითიბი ლიგაზე ყაზახეთში "ასტანასთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთში კვარაცხელია,კალათბურთში შენგელია.. წარმატებები ქართველებო!
თუში
10:04 27-08-2020
7
ისე რა გინდათ? ლამაზი ფომაა, წითელი ვასკვლავით დამშვენებული,აი ისეთი რუსულ ბომბდამშენებსა და ტანკებს რომ ეხატა 2008_ში. თანაც ცსკაააა....
14

სიახლეები პოპულარული