ბურჯანაძის "გრან კანარიამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატისთვის გუნდები აქტიურ მზადებას შეუდგნენ. ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ" მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფესთან". თუ პირველი შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორეში კი "გრან კანარიამ" 76:73 იყოჩაღა.

გამარჯვებაში 11-ქულიანი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ. მის გუნდში მეტი მხოლოდ მეტ კოსტელოს ჰქონდა – 12 ქულა.

მასპინძელთა რიგებში ბომბარდირობა არავის დაუთმო გიორგი შერმადინმა და მატჩი 16 ქულით დაასრულა.

ნამატჩევს მისი კომენტარი ასეთი იყო:

"ნებისმიერი ასეთი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გვეხმარება ფორმაში შესვლასა და სათამაშო სქემების დახვეწაში. სასიამოვნოა, რომ საწყის ტესტებში "გრან
კანარიას" სახით სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს. ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება სეზონისთვის სრულყოფილად მომზადებაში".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული