თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

ცსკა-მ "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში სტუმრად 93:60 დაამარცხა "ასტანა", შენგელიამ კი დებიუტშივე მუხლის ტრავმა მიიღო.

მოსკოვური კლუბის საიტი იტყობინება, რომ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს; თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. პრინციპში, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.

შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ააცილა ბურთი.

26 სექტემბერს ცსკა ამავე ტურნირის მეორე
ტურში პერმის "პარმას" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
არის წითელი ხაზები რომელიც არ უნდა გადაკვეთო. ოკუპანტის გუნდში არ უნდა ითამაშო, წერტილი!!!
პატრიოტი 2
11:13 25-09-2020
2
ბ-ნო დავით, ცსკა დიდი ხანია სამხედრო უწყებას აღარ ეკუთვნის, შერჩენილია მხოლოდ აბრივიატურა, ის დღეს დამოუკიდებელი კომერციული სტრუქტურაა, ისევე როგორც "დინამო" შსს- ეკუთვნოდა დღეს არანაირად მათ არ ეკუთვნის, რაც შეეხება "ყ"- ს კი ბატონო და "ლალის" განმარტება მეტად დროული იყო.
ავთო
14:44 24-09-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული