შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო და "ბილბაოსთან" მოგებულ მატჩში MVP გახდა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მეორე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" გასვლაზე 81:70 დაამარცხა "ბილბაო".

ქართველმა ცენტრმა 24:44 წუთში 19 ქულა (10-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20 იყო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

"იბეროსტარში" ასევე 19 ქულა ბრუნო ფიტიპალდოს ანგარიშზეა, ხოლო "ბილბაოში" ამდენივე ქულა თავის გუნდს ჯეილონ ბრაუნმა შესძინა.

"იბეროსტარმა" ჩემპიონატის სტარტზე ორივე შეხვედრაში იმარჯვა და 26 სექტემბერს სტუმრად "მურსიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული