ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" გასვლაზე 84:82 დაამარცხა "მურსია".
მესამე მეოთხედში "იბეროსტარი" 27:51-ს აგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, საფინალო სირენასთან ერთად კი ფინელმა სასუ სალინმა გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო - მას პასი გიორგიმ გაუკეთა.
შერმადინმა 21:07 წუთში 18 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 4 მოხნსა და 2 პასი მიითვალა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
ის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გახდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი.
"იბეროსტარი" 3 მოგებით ლიდერია და შემდეგ ტურში "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.
შერმადინმა 18 ქულა ჩააგდო - მისმა გუნდმა მეტოქეს 24 ქულა "ამოუქაჩა" და გაიმარჯვა" style="height: 50px; width: 50px;" />შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო და "ბილბაოსთან" მოგებულ მატჩში MVP გახდა