VTB ლიგის მეექვსე ტურში ცსკა-მ მოსკოვში კრასნოიარსკის "ენისეი" 109:60 გაანადგურა.
თორნიკე შენგელიამ 18:10 წუთში 16 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი.
არმიულ გუნდში შენგელიაზე შედეგიანი 18 ქულით მხოლოდ ივან უხოვი იყო. ყველაზე მეტი კი სტუმართა გუნდის კალათბურთელმა მიხაილ კულაგინმა ჩააგდო - 21.
ცსკა-მ 5 ჩატარებული მატჩიდან 4 მოიგო და მე-4 ადგილზეა.