შერმადინისა და "იბეროსტარის" წარუმატებელი მატჩი იტალიაში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში იტალიაში "სასარისთან" 72:92 დამარცხდა.

გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 29:7 მოიგეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

შერმადინმა ჩვეულად კარგად ვერ ითამაშა - 25:44 წუთში 6 ქულა (7-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6 იყო.

17 ნოემბერს "იბეროსტარი" "გალათასარაის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული