გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას" დაუპირისპირდა.
"ტენერიფე" შესანიშნავ ფორმაშია. მათ ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გამარჯვება მოიპოვეს და ესპანეთის ჩემპიონატში დამსახურებულ, მე-2 ადგილს იკავებენ, რასაც ვერ ვიტყვით "გრან კანარიაზე", ბექას გუნდი მე-17 ადგილზეა და უჭირთ მატჩების მოგება.
გუშინდელ მატჩს რაც შეეხება, მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13 ქულით, 43:30 მოიგეს, ხოლო საბოლოო ანგარიში 99:80-ია.
შერმადინმა 23:49 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.
ბურჯანაძის ანგარიშზე შედარებით მოკრძალებული სტატისტიკაა. ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთი დაჰყო მოედანზე, რა დროშიც 7 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა გუნდს.
მომდევნო მატჩს "ტენერიფე" "ვალენსიასთან" ჩაატარებს. მატჩი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული. რაც შეეხება "გრან კანარიას", ისინი "მორანბანკ ანდორას" დაუპირისპირდებიან. მატჩი 21 ნოემბერს დაიწყება.