ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიას" დაუპირისპირდა.

"ტენერიფე" შესანიშნავ ფორმაშია. მათ ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გამარჯვება მოიპოვეს და ესპანეთის ჩემპიონატში დამსახურებულ, მე-2 ადგილს იკავებენ, რასაც ვერ ვიტყვით "გრან კანარიაზე", ბექას გუნდი მე-17 ადგილზეა და უჭირთ მატჩების მოგება.

გუშინდელ მატჩს რაც შეეხება, მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13 ქულით, 43:30 მოიგეს, ხოლო საბოლოო ანგარიში 99:80-ია.

შერმადინმა 23:49 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.

ბურჯანაძის ანგარიშზე შედარებით მოკრძალებული სტატისტიკაა. ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთი დაჰყო მოედანზე, რა დროშიც 7 ქულა და
2 მოხსნა მოუტანა გუნდს.

მომდევნო მატჩს "ტენერიფე" "ვალენსიასთან" ჩაატარებს. მატჩი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული. რაც შეეხება "გრან კანარიას", ისინი "მორანბანკ ანდორას" დაუპირისპირდებიან. მატჩი 21 ნოემბერს დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული