ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში

AutoSharing Option
ვილი ისიანი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გამოირჩა. ქართველმა ფორვარდმა თავის ამერიკულ კარიერაში სარეკორდოდ ბევრი - 39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ისიანმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ეს მონაგარი ისიანმა "კენტ სტეიტ გოლდენ ფლეშისთან" 66:80 წაგებულ მატჩში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე ამდენი დრო პირველად გაატარა და 15 ქულაც მისი საუკეთესო შედეგია, რადგანაც წინა მატჩებში, შესაბამისად, 7 და 2
ქულა ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ თავის დეტროიტულ კარიერაში ვილიმ 10 ან მეტი ქულა მხოლოდ მეცხრედ ჩააგდო.

"მერსი ტიტანსს" მიმდინარე სეზონის სამივე არასაკონფერენციო მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს "ვესტერნ მიჩიგანთან" ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისიანი ვილი სულ გვაინერესებდა იქნებ მეტი ინფო მოგვაწოდოთ.
სიმაღლე და ასე შემდეგ.
ნაკრების სიაში არის?
ახალგაზრდა
11 დეკემბერი 2020 19:54
0
ეს ისიანი ფეხბურთელია თუ კალათბურთელი ვეღარ გავიგე. რამდენი არიენ ბოლო ბოლო?
Ivan
11 დეკემბერი 2020 00:01
1
იმდენი კაი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდა, ევროპაზე ორი A და B ნაკრებით, რომ გავიდეთ არ შეიძლება?დდდდდდდდდდდ
hhh
10 დეკემბერი 2020 23:01
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული