შენგელიას 8 ქულა "ანადოლუსთან" და ცსკა-ს მიჯრით მეცხრე გამარჯვება

AutoSharing Option
ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ საკუთარ მოედანზე "ანადოლუ ეფესი" 100:65 დაამარცხა.

შენგელიამ 17:10 წუთში 8 ქულა (3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 ორქულიანი), 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და მე-4 მეოთხედში მეხუთე პერსონალური მიიღო.

22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი ვილ კლაიბერნი იყო, რომელიც 25-იანი კოეფიციენტით MVP გახდა. არმიელთა ცენტრ ნიკოლა მილუტინოვის ანგარიშზე 12 ქულა და 10 მოხსნაა.

ცსკა-მ მიჯრით მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 11 მოგებით ლიდერია და 18 დეკემბერს "ზენიტს" უმაპინძლებს.

5DEC/02/1-sengelia_945a1.jpg" border="0" alt="alt" title="შენგელიას 8 ქულა "ანადოლუსთან" და ცსკა-ს მიჯრით მეცხრე გამარჯვება" style="height: 50px; width: 50px;" />შენგელიას 5 და ჯეიმსის 36 ქულა ქულა "ხიმკისთან" - ცსკა ევროლიგის ლიდერია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაპიტანო ევროლიგა უნდა მოიგო!!
თუში
10:49 16-12-2020
8

სიახლეები პოპულარული