ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სახლში "მორაბანკ ანდორას" 93:81 სძლია.
შერმადინმა 25:46 წუთში 17 ქულა ( 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო), 11 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 32 იყო და მატჩის MVP გახდა.
"ტენერიფე" 13 მოგებით მეორე ადგილზეა და 27 დეკემბერს სტუმრად "ესტუდიანტესს" შეხვდება.