შერმადინის 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი "ტენერიფეს" "რეალის" დასამარცხებლად არ ეყო

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საკუთარ მოედანზე 85:92 დამარცხდა ლიდერ "რეალთან".

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მადრიდულმა გუნდმა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში შეძლო მეტოქის გატეხვა. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე 4:43 წუთით ადრე მასპინძლები იგებდნენ - 83:82.

შერმადინმა მაგრად იბრძოლა - 25:15 წუთში 18 ქულა (14-დან 8 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25 იყო.

"ტენერიფე" 14 მოგებით მეორე ადგილზეა
და 10 იანვარს სტუმრად "გიპუზკოას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვისაც არ გინახავთ ეს თამაში, აუცილებლად ნახეთ. ნახეთ რა კალათბურთელი დადგა გიოსგან, ან რას მოძრაობს, ან როგორ ხსნის კორიდორებს, ან როგორ იხსნება, როგორი რბილი მაჯა აქვს! საღოლ გიო, მაგარი ხარ, გვეიმედები, მრავალს დაესწარი კარგო ქართველო!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული