ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საკუთარ მოედანზე 85:92 დამარცხდა ლიდერ "რეალთან".
მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მადრიდულმა გუნდმა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში შეძლო მეტოქის გატეხვა. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე 4:43 წუთით ადრე მასპინძლები იგებდნენ - 83:82.
შერმადინმა მაგრად იბრძოლა - 25:15 წუთში 18 ქულა (14-დან 8 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25 იყო.
"ტენერიფე" 14 მოგებით მეორე ადგილზეა
და 10 იანვარს სტუმრად "გიპუზკოას" შეხვდება.