ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 83:73 დაამარცხა "ჟალგირისი".
შენგელიამ 27:30 წუთში 18 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16 იყო.
ევროლიგის აღიარებით მატჩის საუკეთესო მომენტის შემოქმედი შენგელია გახდა. მან ბურთი გვერდითი ხაზიდან შეიყვანა, ნიკიტა კურბანოვს გადასცა, რომელმაც ფარქვეშ შევარდნილ თოკოს დაუბრუნა და მანაც ეფექტურად ჩატენა.
თორნიკეზე მეტი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო (21). მარგი ქმედების 22-იანი ინდექსით მატჩის MVP კი არმიელთა ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი გახდა.
ცსკა 15 მოგებით ლიდერია და 15 იანვარს "ბარსელონას" უმასპინძლებს.
ცსკა კი ოკუპანტის არმიის მთავარი გუნდია.