შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონამ" ცსკა დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 75:88 დამარცხდა "ბარსელონასთან".

ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა, მეორე ტაიმი კი "ბარსამ" აშკარად უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა

შენგელიამ 27:31 წუთში 10 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.

ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ბარსელონელი კორი ჰიგინსი იყო, რომელიც 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. 19 ქულა მისმა თანაგუნდელმა ალექს აბრინესმა ჩააგდო. ცსკაშ-ში გამორჩეულები
მაიკ ჯეიმსი (18 ქულა) და ნიკოლა მილუტინოვი (15 ქულა) იყვნენ.

ცსკა 15 მოგებით კვლავაც ლიდერია (ბარსელონას 1 მოგებით ნაკლები აქვს) და 22 იანვარს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვენაცვალე ბარსელონაააას!!
mees
23:41 15-01-2021
11
შენგელია სადაც უნდა იქ ითამაშებს მისი უფლებაა მე სხვა რამ მინდა ვთქვა ის სუსტია ორქულიანებში ამაზე დაობთ ის ხალხი ვინც მხოლოდ ნაკრების თამაშებს უყურებთ შენგელიას თამაშსს დიდი ხანია ვადევნებ თვალს კი აქვს გამონათებები მაგრამ საერთო ჯამში ბევრს მაზავს და სტატისტიკას დააკვირდით 10-4 7-3 და ასე შემდეგ ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელია მაგრამ ევროპაში საშუალო დონის კალათბურთელია შერმადინი გაცილებით ძლიერია ორ ქულიანებში
გიო
08:54 16-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული