შერმადინის “ტენერიფე” სტუმრად ობრადორიოს დაუპირისპირდა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ 97:71 გაანადგურა. ქართველმა ცენტრმა 19:54 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 25 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP სწორედ ქართველი
შერმადინის მხარდამხარ კარგად ითამაშა მარსელინიო უერტასმაც, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ის ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით (22) შერმადინის შედეგს ვერ გადააჭარბა.
18 მოგებით და 5 წაგებით ტენერიფე სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 13 მარტს, თად მაკფადენის ბურგოსთან სტუმრად გამართავს.
GBF.GE