"ტენერიფეს" გამარჯვება ბოსნიაში და შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული

AutoSharing Option
წარმატებით დაიწყო ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. ესპანური კლუბი სარაევოში “იგოკეას” შეხვდა და 20 ქულის სხვაობით – 82:62 დაამარცხა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. როგორც მიმდინარე სეზონის უმეტეს მატჩში, შერმადინი ამჯერადაც ყველაზე სარგებლიანი იყო და MVP-ის ტიტულიც ალალად დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ფიბას ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ტენერიფელებმა 4-გუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და იმ 16 საუკეთესოს შორის მოხვდნენ, რომლებიც მეორე ეტაპისთვის 4 კალათაში განაწილდნენ. შერმადინის გუნდის მეტოქეები დღეს დამარცხებულ “იგოკეასთან” ერთად არიან რიგის ვეფ-ი და
ესპანური “ბურგოსი”. ჯგუფიდან 2 საუკეთესო რვათა ფინალში გავა.

შერმადინმა მოედანზე 26:21 წუთი გაატარა და 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგო, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი ორივე გუნდში უმაღლესი ნიშნული – 23 შეადგინა.

მომდევნო ტურში, 9 მარტს, ტენერიფელები ესპანეთის ქალაქ ბურგოსში ჩავლენ და თად მაკფადენის გუნდს დაუპირისპირდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოსმოოს გუმდი თუა ჩვენ რატომ არ უნდა გვყავდეს მანდ ერთი გუნდი?
dsag
08:38 04-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული