ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 70:100 დამარცხდა "ანადოლუ ეფესთან".
შენგელია თავის გუნდში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 24:16 წუთში 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.
მასზე მეტი, 21 ქულა ამ მატჩში მხოლოდ "ანადოლუ ეფესის" სერბმა ლეგიონერმა ვასილი მიჩიჩმა ჩააგდო.
ცსკა-მ 27 ჩატარებული მატჩიდან 18 მოიგო, მეორე ადგილზეა და 11 მარტს "მილანოს" უმასპინძლებს.
ცეესკაა საჩემპიონო გუნდი?