შერმადინი ესპანური ლიგის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება. "ტენერიფეს" ლენოვოს ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ესპანური ლიგა 25 ტურამდეა მისული, თუმცა მე-19 ტურის MVP აქამდე არ იყო გამოვლენილი.

საქმე იმაშია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ხშირად იცვლება მატჩების თარიღი.

"ტენერიფემ" მე-19 ტურში ბასკეთში ითამაშა და "გიპუსკოასთან" 87:89 დამარცხდა. ამ ტურის გადადებული მატჩები ორიოდე დღის წინ გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა.

"შერმადინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა, 15 მცდელობიდან 13 ორქულიანი(!) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ამასთან, მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (+33), 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ტურში ყველა კალათბურთელზე მაღლა იდგა." – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე.



მკითხველის კომენტარები / 1 /
სურათებზე იღიმება ხოლმე და თამაშებზე იჭყნება.
dsag
17:45 18-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული