შერმადინის 14 ქულა და რთული გამარჯვება "მურსიასთან"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის ჩატენვით დასრულდა მატჩი სანტა კრუზ დე ტენერიფეში, სადაც ქართველი ცენტრის გუნდმა 85:78 დაამარცხა “მურსია”. მურსიელთა შემადგენლობაში არ უთამაშია ქართული პასპორტის მქონე კონერ ფრენკამპს, ხოლო შერმადინი მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მატჩის პირველი ნახევარი მურსიელებმა მოიგეს, თუმცა ფავორიტად შერაცხულმა ტენერიფელებმა მეორე ნახევარში მოახერხეს სტუმართა გატეხვა და საბოლოოდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:34 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა
სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის მეორე შედეგი იყო მარსელიონიო ჰუერტასის (27) შემდეგ.

19 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე მესამე ადგილზეა რეალისა და ბარსელონას შემდეგ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული