ქართველი ლეგიონერის, თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე ფრანგულ "ლიონ ვილურბანს" 88:70 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ბერძნული Lawandonder-ი კლუბის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართველ კალათბურთელს თვალის პრობლემები აქვს და მისი არყოფნა ამით იყო გამოწვეული. თუ როდის დაბრუნდება შენგელია, ამ ეტაპზე უცნობია.
ფრანგებთან გამარჯვების შემდეგ კი ცსკა ისევ მეორე ადგილზეა და გათამაშების ლიდერ "ბარსელონას" ორი ქულით ჩამორჩება. გუნდი ევროლიგაზე უახლოეს მატჩს 14 აპრილს, "პანათინაიკოსთან " გამართავს, მანამდე კი VTB ლიგაზე, სადაც მესამე ადგილზე იმყოფება, "ასტანას" უმასპინძლებს.
შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მარცხი "ზენიტთან"