შერმადინის 20 ქულა და MVP-ის მორიგი ტიტული სარაგოსაში მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს იმსახურებს. ლიგა ენდესას მორიგ ტურში “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად “სარაგოსას” შეხვდა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 31 ქულით – 91:60 გაანადგურა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:12 წუთი გაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ქართველ ლეგიონერს მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 20 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგიმ 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისმა
სარგებლიანობის ინდექსმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 31 შეადგინა და შერმადინი მატჩის MVP გახდა.

27 მოგებითა და 8 მარცხით ტენერიფე მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კუნძულელები 22 მაისს, შინ, ბარსელონასთან ჩაატარებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამასობაში შენგელია 8 საჯარიმოდან 2-ს აგდებს. მისთვის ვამბობ, თორემ მე რა!
xuta
12:12 20-05-2021
0
ბარსასთან თუ ულიდერა გუნდს და მოიგო MVP გარანტირებული აქვს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული