გულშემატკივართა ვერსიით გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად აუცილებელი ხმების 25 პროცენტი დაისაკუთრა. ესპანური ლიგის ერთპიროვნული ლიდერი სტატისტიკურ მონაცემებში გიორგი შერმადინია, თუმცა ოფიციალური წესებით MVP გამოკითხვის შედეგად ვლინდება და “ლენოვო ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა გამოსაკითხი 4 სფეროდან ერთ-ერთი – გულშემატკივრები მოიგო.

ესპანური ლიგის მესვეურთა მიერ დადგენილი წესის თანახმად, გულშემატკივართან ერთად გამოიკითხებიან ლიგის მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები. თითოეულ სფეროს 25-პროცენტიანი ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივართა გამოკითხვის მოგებით შერმადინმა MVP-ის ტიტულის ჯერჯერობით 1/4 ნაწილი დაისაკუთრა,
რაც სოლიდური უპირატესობა გახლავთ.

“შერმადინმა გულშემატკიავრთა გამოკითხვა მოიგო, რაც ესპანეთის ლიგის MVP-ის გამოსავლენად მიმდინარეობდა. უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან მოთამაშეები, ჟურნალისტები და მწვრთნელები, რის შემდეგაც საბოლოოდ გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს. თითოეულ გამოსაკითხ სეგმენტს 25-პროცენტიანი ძალა აქვს და საბოლოოდ ის გახდება MVP, რომელი მოთამაშეც მეტ პროცენტს დააგროვებს” – წერს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი ACB.COM-ი.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივართა გამოკითხვა Instagram-ზე, Tweeter-ზე და ესპანური ლიგის აპლიკაცია ACB.COM-ზე მიმდინარეობდა. შერმადინმა დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მადრიდის რეალის ცენტრ ედი ტავარეშს.

ესპანური ლიგის მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან და 2020-2021 წლების სეზონის MVP-იც ამის შემდეგ გამოვლინდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები შერმა! მაგარი ხარ და ვამაყობთ შენით. სათამაშო სახეობებში ეგეთი აღიარება ძალიან იშვიათია ჩვენთვის და ამიტომაც განსაკუთრებით გვეძვირფასება. შენი იმედი გვაქვს ევროპაზე!ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
არტ
03:20 15-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული