ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ეს გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება, გამოცდილმა მწვრთნელმა ხოან პლაზამ, ბექას გარდა, ლატვიის ნაკრების უკანახაზელი დაირის ბერტანსიც დაიმატა.
ბექასთვის სევილია უცხო ქალაქი არ არის – 27 წლის კალათბურთელი სევილიის „კახასოლში“ 15 წლის ასაკში ჩაირიცხა, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ტაირონ ელისი დახვდა.
მას მერე ბურჯანაძემ ითამაშა „ლა კორუნიაში“, „ანდორაში“, „გიპუსკოასა“ და „გრან კანარიაში“. ესპანეთში საუკეთესო სეზონი 2018-19 წლებში ჰქონდა, როდესაც 32 მატჩში საშუალოდ 11.7 ქულასა და 5.7
მოხსნას აგროვებდა.
GBF.GE