არის! მამუკელაშვილი "მილუოკის" კალათბურთელია!

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელია. აღსანიშნავია, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი "ინდიანა პეისერსმა" 54-ე პიკად აირჩია და უმალ მოქმედ ჩემპიონებში გაცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაქსი" ქართველს ცენტრის პოზიციაზე მოიაზრებს.

შეგახსენებთ, სანდრო 4 წლის განმავლობაში კოლეჯში "სეტონ ჰოლის" ღირსებას იცავდა, ამიერიდან კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გადადგამს პირველ ნაბიჯებს.

"მამუმ" (როგორც მას ამერიკაში ეძახიან) გასულ დრაფტზე მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა და "პირატების" გუნდის ლიდერი გახდა. მის ანგარიშზე 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ 2017 წელს, როდესაც
ჩვენებური კოლეჯში ჩაირიცხა, საშუალოდ 2.6 ქულას აგროვებდა, ყოველივე ამის შემდეგ კი მისი ასეთი გარდასახვა შესამჩნევი გახლდათ.




მკითხველის კომენტარები / 20 /
იმედია ამ მაგარ კაცს ევრობასკეტზე გამოუშვებენ. უზომოდ გახარებული ვარ, წარმატებები ჟილკიან კაცს............................
სტალინი
30 ივლისი 2021 22:06
2
1. Სანდროს გულით ვქომაგობდი და ძალიან გავიხარე მისი არჩევით. Ვუსურვებ, გახდეს ბეჭდების მბრძანებელი!

2. ...მაგრამ სად არის ბეჟანიშვილი? Რატომ არ წერთ?
N
30 ივლისი 2021 21:33
0
დაიწერა თითქოს ბეჟანიშვილი დენვერმა აიყვანა დრაფტის გარეშევო , თუმცა ვერ ვნახე ვერსად ეგ ინფორმაცია და მართალია თუ არა , არ ვიცი .
ATP 16
30 ივლისი 2021 23:42
0
2 კალათბურთელი ივაში პლუს შენგელია შერმადინი სანაძე, მოკლედ 10 12 კარგი მოთამაშე უნდა გვყავდეს ევრობასკეტისთვია. მამუკას წარმატებებს ვუსურვებ
გოგა
30 ივლისი 2021 20:09
0
… მამუკას???!!!
დათო
31 ივლისი 2021 14:45
0
რომელ კალათბურთელში გაცვალეს? დაწერეთ რა? ისე ეს ძალიან კარგი ამბავია ქართული კალათბურთისთვის!
giorgi 3
30 ივლისი 2021 18:43
0
… ქართველი სანდრო მამუკელაშვილი და ჩემპიონი მილუოკ ბაქსი!!! ყველაფერი ნათქვამია!!! კომენტარის გარეშე!!!
დათო
30 ივლისი 2021 15:46
0
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მილუოკისგანაც.სანდროს წარმატებები მართლაც რომ უნიკალური სტილის მოთამაშეა ევროპულ-ამერიკული.ისე ბენჩის პრობლემა კიაქვს ასე თუ ისე მილუოკის პლიუს ამას ბევრს გაუშვებენ ნელნელა ასაკშიც არიან და ანტეს გვერდით როცა გიწევს ვარჯიში და ყოფნა დარწმუნებული ვარ ბევრს ისწავლის ისეთი ბიჭია სანდრო
აბგდ
30 ივლისი 2021 14:18
0
ასეთი უნივერსალი მოთამაშე დიდი იშვიათობაა, ხუთივე პოზიციაზე თამაშობს ამ სიმაღლის და ასეთი ათლეტური. წარმატებები და სისუსტეების აღმოფხვრა
თორნიკე
30 ივლისი 2021 14:12
0
ვისში გაიცვალა,არ უნდა დაწერო?
rombi
30 ივლისი 2021 13:47
0
ვულოცავ მამუს! ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭებისგან მინიმუმ ნახევარფინალს ველი! სანაკრებო დონეზე საკალათბურთოო ნაკრები საუკეთესოა ჩემი აზრით
chaachi
30 ივლისი 2021 12:16
0
Მაგარია,აი ბიჭი,შრომობს თავმდაბლურად,წარმატებები მამუ,ძალიან გაგვახარე და ძალიან გვჭირდები
Levan
30 ივლისი 2021 12:02
1

სიახლეები პოპულარული