შენგელიას 5 ქულა და VTB ლიგის სუპერთასის მოგების შანსი

AutoSharing Option
VTB ლიგის სეზონი სუპერთასის გათამაშებით იწყება, რომელშიც გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. თორნიკე შენგელიას ცსკა ნახევარფინალში კრასნოდარის “ლოკომოტივ-ყუბანს” დაუპირისპირდა და 91:78 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მის ანგარიშზე 5 ქულა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრაა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ცსკა-ში 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 16 ქულით საუკეთესო მარიუშ გრიგონისი გახლდათ.

ფინალში, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება, არმიელთა მეტოქე სანკტ-პეტერბურგის ზენიტი იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ყაზანის “უნიკსს” 83:76
აჯობა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული