შენგელია: - ცსკას წარუმატებელი სერია პასუხისმგებლობას გვიძლიერებს!

AutoSharing Option
დღეს, 4 ნოემბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-8 ტურში, მოსკოვის ცსკა თურქულ "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს. cskabasket-ზე საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას მატჩისწინა კომენტარი გამოქვეყნდა:

"უკვე ჯანმრთელად ვარ და თამაშს შევძლებ. წარუმატებელი სერია თითოეულ მოთამაშეს მოტივაციასა და პასუხისმგებლობას გვიძლიერებს. კარგი ისაა, რომ ეს სეზონის დასაწყისში მოხდა - ყოველივე სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. კედელთან ვართ, მაგრამ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ.

"ფენერბაჰჩე" ბოლომდე იბრძოლებს, იმის მიუხედავად, რომ ცხრილში ქვემოთ არიან. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და წუთითაც არ მოვდუნდეთ!"

მოსკოველებს 4 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვთ და მე-9
ადგილზე არიან, მათი დღევანდელი მეტოქე "ფენერბაჰჩე" კი 4 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

"მეგასპორტ არენაზე" გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

altთორნიკე შენგელიას დაბრუნება და ცსკა-ს სენსაციური მარცხი

altსამწუხარო ამბავი - ევროლიგაზე გაბრწყინების შემდეგ შენგელიამ ტრავმა მიიღო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული