თოკოს ნაკლებად გამორჩეული მატჩი - ცსკა "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაც ტრავმა მოიშუშა, თორნიკე შენგელიამ მეორე მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა 3 დღის წინ, "ტარტუსთან" VTB ლიგაში ითამაშა და 24 ქულა მოაგროვა, ამჯერად კი მისმა ცსკა-მ ევროლიგაში ითამაშა და თურქულ "ფენერბაჰჩესთან" შინაურ" კედლებში 82:91 დამარცხდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მიწურულს ნანდო დე კოლოს მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ცსკა-ს თამაშის შემოსატრიალებლად არც დრო დარჩა და არც რესურსი. დე კოლომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 10 ქულა, 3 პასი, თითო მოხსნა-ჩაჭრა. თოკომ 4-4 ორქულიანი და სამიანი
სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.

ცსკა-ს ევროლიგაზე 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას ვითიბი ლიგაზე 7 ნოემბერს, „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული