ბითაძე VS ბეჟანიშვილი - ქართველების შედეგიანი თამაში ერთმანეთის პირისპირ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინდიანა პეისერსის" ხელმძღვანელობამ გოგა ბითაძე სათამაშოდ G ლიგის გუნდ "ფორტ უეინში" გაუშვა.

დღეს, 15 დეკემბერს, "ფორტ უეინი" გიორგი ბეჟანიშვილის "გრანდ რაპიდს" დაუპირისპირდა და 139:122 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 19 ქულით (8/11), 7 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს, ქართველმა ცენტრმა 32 წუთში 16 ქულა (8/14), 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ჩვენმა ლეგიონერებმა შედეგიანი მატჩი გამართეს, მათი გუნდები კი ხვალ გამთენიისას ერთმანეთს ისევ
დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე გამაბოროტა გოგას უთამაშებლიბამ რო როცა გოგას არ ათამაშებენ წაგებას ვბალეშიკობ.
კახა
14:39 15-12-2021
2
ინდიანასი ვერაფერი გავიგე თუ არ უნდათ გოგა ათამაშონ გაუშვან რა სხვა გუნდში ან საერთოდ რაზე აირჩიეს დრაფტზე
დემე
13:38 15-12-2021
0

სიახლეები პოპულარული