ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ათენში "პანათინაიკოსი" 98:74 დაამარცხა.
შენგელიამ 19:57 წუთში 16 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 პერსონალური ფოლი მიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 იყო.
ცსკა-მ 18 ჩატარებული მატჩიდან 11 მოიგო, მე-7 ადგილზეა და 14 იანვარს "ვილერბანს" უმასპინძლებს.