შერმადინი დაბრუნდა და MVP-ის ტიტულიც არავის დაუთმო

AutoSharing Option
სამკვირიანი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. მას და კიდევ ოთხ ტენერიფელს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდათ და 12 იანვრამდე გასამართი ყველა მატჩი გადაიდო. წლის პირველი შეხვედრა "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგაზე გამართა – პლეი-ინში თურქულ "კარშიაკას" უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 76:69.

გადამწყვეტი შერმადინის მოქმედება აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე მან მეტოქის კალათიდან მოხსნილი ბურთი უკან ჩააბრუნა და თანაგუნდელები 73:69 დააწინაურა. 27 წამით ადრე კი კარგი ბლოკით სატყორცნ პოზიციაზე დატოვა სასუ სალნი, რომელმაც სამქულიანით ხუთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა, რაც უკვე
გამარჯვებას ნიშნავდა.

შერმადინმა 31 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 21-ბალიანი სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა. მარსელინიო უერტასმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 10 პასი.

ამ მოგებით "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. "კარშიაკასთან" განმეორებითი შეხვედრა 18 იანვარს თურქეთში გაიმართება. შერმადინის თანაგუნდელები ჯგუფში ექვსბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც მოხვდებიან.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები.საუკეთესო ქართველი კალათბურთელი.
დიმა
10:54 14-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული