VTB ლიგაზე თორნიკე შენგელიას ცსკა სანქტ-პეტერბურგში 68:81 დამარცხდა "ზენიტთან".
შენგელიამ 18:30 წუთში 8 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.
ცსკამ-მ 11 ჩატარებული მატჩიდან 8 მოიგო, მე-3 ადგილზეა და 24 იანვარს "კალევს" უმასპინძლებს.