17:00 24-01-2022
შერმადინის ორმაგი დუბლი “ტენერიფეს” “მურსიასთან” მოსაგებად არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა ამ შეხვედრაში 30:11 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის გაფორმება მოახერხა. გიორგის ანგარიშზე 10 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ტად მაკფადენმა „ტენერიფესთან“ 20:45 წუთი ითამაშა და შერმადინს 1 ქულით აჯობა – 11 ქულა დააგროვა. მან ამ დროში ასევე 1 მოხსნის, 2 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მაკფადენმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. ის 2-ჯერ დაჯარიმდა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი.
ამ მოგების შემდეგ „მურსიამ“ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ტენერიფემ“ კი ლიგა ენდესაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა წააგო და მე-9 ადგილზე იმყოფება.
gbf
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული