შერმადინი სტრასბურში მოგებულ მატჩში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი მოიგო. ესპანური კლუბი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობს და ჯგუფში მეტოქეებად უნგრული "სომბათჰეი", ლიეტუვური "რიტასი" და ფრანგული "სტრასბური" ჰყავს. პირველ ტურში ტენერიფელებმა უნგრეთში იმარჯვეს, ამჯერად კი საფრანგეთში "სტრასბურს" შეხვდნენ და 85:67 დაამარცხეს.

შერმადინი ტრადიციულად საუკეთესო იყო. მან ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2
დაფარება მოაგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს. შერმადინმა 6-დან 6 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფელთა შემადგენლობაში სასუ სალინმა 16 ქულა მოაგროვა, კაილ ვილტიეს ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. სტრასბურელთაგან 12 ქულით გაილორ კურიე გამოირჩა.

2-დან 2 მოგებით "ტენერიფე" ჯგუფში პირველ ადგილზეა. თითო მოგება აქვთ "სტრასბურს" და "რიტასს", ხოლო ბოლოზე 2 წაგებით უნგრული "სომბათჰეია". შემდეგ მატჩს "ტენერიფე" 8 თებერვალს შინ, “ლიეტუვოს რიტასთან” გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამისთანა სტაბილური კალათბურთელი ჯერ არ გვყოლია
Nukri
11:58 03-02-2022
0
საამაყო ქართველია! გენაცვალე გიო!
შოთა-მილანი
11:14 03-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული