სანაძე ფორმას იბრუნებს - 17 წუთი და 6 ქულა "პარტიზანთან"

AutoSharing Option
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დუდა სანაძე ფორმას იღდგენს. სერბული “ბორაცის” ქართველმა მსროლელმა ადრიატიკის ლიგაში ლიდერის, ბელგრადული “პარტიზანის” წინააღმდეგ ითამაშა. სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 17:31 წუთი გაატარა.

დუდამ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანაძის მონაგარმა მთლიანობაში 6 ქულა, 1 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა. ქართველ ლეგიონერს ბურთი არ დაუკარგავს და ერთხელ დაჯარიმდა.

შეხვედრა მასპინძელი “პარტიზანის” გამარჯვებით – 75:68 დასრულდა. 6 მოგებითა და 11 მარცხით “ბორაცი” 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-10 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ქალაქ ჩაჩაკის გუნდი 14 თებერვალს, საკუთარ მოედანზე, მონტენეგროს “დერბისთან” გამართავს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
დუდას წინსვლა და წარმატებები!

ამას ავტორისთვის ვწერ - მშვენიერ ფორმაში შესულა, თამაშიდან ექვსიდან ერთი რო ჩაუგდია! ცოტა დაფიქრდი რა!
0

სიახლეები პოპულარული