შენგელიას მოსკოვში გასამართ მატჩში "ქართული სული" ეწერება

AutoSharing Option
სხვა ტურნირების მსგავსად, VTB ლიგაც "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" ემზადება, სადაც მონაწილეობას ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც მიიღებს. მოთამაშეებს ისეთი მაისურების ჩაცმის უფლება მისცეს, სადაც მეტსახელებსაც გამოიყენებდნენ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს, რომელიც უცხოელთა სასტარტო ხუთეულშია, ზურგზე GEO SOUL ("ქართული სული") ეწერება. 

"ოლ სტარის" მატჩი 20 თებერვალს, მოსკოვში შედგება.

altშენგელია "ალბასთან" შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს

altშენგელიას 8 ქულა და ცსკა-ს მარცხი "ზენიტთან"

მკითხველის კომენტარები / 39 /
კარგი რა ძმაო კარგი რა... რა უნდა ქარტულ სულს მანდ? ერთხელ ხომ უკვე შეურაცჰყავი საქართველო ანწუხელიძის და ათასობით სხვა ქართველის მკვლელი არმიის მაისურში რომ გამოეწყვე საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ხოდა ახლა ქართული სული გინდა მაგ მაისურს დააწერო?! არ გრცხვენია? ქართული სული რუსეთის არმიის სამსახურში... არ გააკეთო ეგ.
???!!!!!!!
14:42 16-02-2022
58
არ უნდა გადასულიყავი თორნიკე ძმაო.შენ შემოგევლე მე, არ უნდა გადასულიყავიდა არ იწვალებდი ქართული სულის დაწერით მაისურზე.ნაკრების კაპიტნობას როდესაც დათანხმდი, უნდა გცოდნოდა რომ ამას პასუხისმგებლობა მოყვებოდა. რატომ გადახვედი? რა ნორმალური გუნდი ვერ იშოვე ევროპაში?
dimo
14:35 16-02-2022
31

სიახლეები პოპულარული