ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "რეალთან" 74:94 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
შერმადინმა 14:54 წუთში 14 ქულა (6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგი თბილისში გამოფრინდება და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მადრიდელთა ცენტრი ტავარეში გახდა.
ფინალში "რეალი""ბარსელონასა" და თად მაკფადენის "მურსიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფინალში "რეალი""ბარსელონასა" და თად მაკფადენის "მურსიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამნაირი რამე გაგიგიაᲗ ...