ცსკა შენგელიას პრობლემას არ შეუქმნის - რუსული გუნდების ჩამოშლა იწყება

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა და ოჯახთან ერთად ესპანეთში იმყოფება. Metaratings-ი იტყობინება, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო კლუბი მას კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პრობლემას არ შეუქმნის.

ერთი სიტყვით, შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი აღარ იქნება და როგორც ჩანს, მოსკოვურ კლუბს მისი სპონსორის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, წამყვანი მოთამაშეების გაშვება მოუწევს, ხოლო თორნიკეს ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება.

ცსკა-ს აგრეთვე ლიეტუველი მარიუს გრიგონისი დატოვებს, რომელიც კლუბთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.

აი, ასე იწყება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მათი გუნდების (მარტო საკალათბურთოების კი
არა) ჩამოშლა. გაგრძელება იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩავიკითხე კომენტარები და ერთი დასკვნა გამოვიტანე: ასე ყველა, სხვის საქმეში როგორ ხართ, მაგარი ბრძენები,პროფესორები, ციცერონები, პლუტონები,არისტოტოლეები? რა თქვენი საქმეა, თორნიკე სად გადავიდა და რატომ? ამდენი სხვისი ჭკუის დარიგებას, დაეწყვეთ პროფესორებო! და ჰაიდა უკრაინაში მოხალისედ! საკუთარ თავებს ხომ თვლით, გულმხურვალე პატრიოტებად, მაგრამ სად სჩანს ეს თქვენი თავდადება, უკრაინის მიმართ? თორნიკეზე უაზრო ჭორაობას და დროის დაკარგვას, წადიიიიით უკრაინაში!
ვაახ აღარ მოგბეზდათ თორნიკე, ბაზრობა?
27 თებერვალი 2022 21:02
1
1000000000000%-მართალი ხარ! თოკოზე მეტი რა გაგიკეთებიათ?
ამოვიდა ყელში, ამათი პროფესორობა..
27 თებერვალი 2022 23:17
0
სპორტის ყველა სახეობის რუსული გუნდებიდან უნდა წავიდნენ ლეგიონერები.
მალაქია
27 თებერვალი 2022 10:58
1
გადასვლას ვინც ამართლებდით სპორტი და პოლიტიკა შორსააო თურმე არ ყოფილა მითუმეტეს როცა საკუთარ თავზე გამოცდი რა უკრაინის მიზეზი გჭირდება ზენიტი ან უნიქსი კიდე ჰო მარა ცეესკა პირდაპირ რუსეთის არმიის კლუბია გჯერათ თუ არა როგორ შეიძლებოდა ქართველის იქ გადასვლა 2008წლის ომის შემდეგ
ნოდო
27 თებერვალი 2022 10:28
4
100%!
ვაჟა
27 თებერვალი 2022 12:07
1
მართალია როდესაც ცსკა აირჩია უდიდესი შეცდომა დაუშვა . ფაქტიურად სამშობლოს ღალატის ტოლფასი . ნებისმიერი სხვა რუსული კლუბიში გადასვლით ასეთ შეფასებას არ დაიმსახურებდა , რადგან ცსკა პირდაპირ რუსულ არმიასთან ასოცირდება. ახლა თუ მართლა შემოუბრუნდა ტვინი დასაფასებელია ,მაგრამ ეს ყველაფერი მაინც თავის გადარჩენის ინსტინქტს გავს . პოპულარობის მოხვეჭას. სამწუხაროდ ასეა. მის თავში რა ტრიალებს ეს ღმერთმა იცის და ჩვენი განსასჯელი არაა . ყველას ყველაფერი მოეკითხება , ამ ან მეორე ცხოვრებაში. ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და მთელი მსოფლიო განსაცდელისგან.
ზურა
27 თებერვალი 2022 09:35
9
რომ დარჩენილიყო ვის ეთამაშებოდა რო, უფრო სწორად ვინ ეთამაშებოდა ცსკ ას?
მარიკა
27 თებერვალი 2022 04:58
4
ძალიან მიყვარს თორნიკე მაგრამ ვერასდროს გავუგებ, შენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს ამათთან მიდიხარ და უკრაინის ოკუპაციის გამო მოდიხარ. ნუთუ შენი ქვეყნის ოკუპაცია არ იყო საკმარისი მიზეზი იქით რომ არასდროს გაგეხედა? სჯობა გვიან ვიდრე არასდროს, წარმატებები
Gia
27 თებერვალი 2022 03:29
14
გამოაგდეს თორე ეს იქედან თავისი ნებით წამომსვლელი არ იყო, მაგდენი ნამუსი არ გააჩნია!!
სიმართლე
27 თებერვალი 2022 02:28
40
ეგრე ნუ შეაფასებ, ვერც მე ვიგებ რატომ წავიდა რუსეთში (თან რომელ კლუბში) მაგრამ ვფიქრობ თვითონაც ხვდება ახლა მაინც თორნიკე, ეს რომ შეცდომა იყო, ამას თვითონაც იტყვის.
წარმატებები თორნიკე შენგელიას
baggio
27 თებერვალი 2022 09:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული