ცსკა შენგელიას პრობლემას არ შეუქმნის - რუსული გუნდების ჩამოშლა იწყება

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა და ოჯახთან ერთად ესპანეთში იმყოფება. Metaratings-ი იტყობინება, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო კლუბი მას კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პრობლემას არ შეუქმნის.

ერთი სიტყვით, შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი აღარ იქნება და როგორც ჩანს, მოსკოვურ კლუბს მისი სპონსორის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, წამყვანი მოთამაშეების გაშვება მოუწევს, ხოლო თორნიკეს ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება.

ცსკა-ს აგრეთვე ლიეტუველი მარიუს გრიგონისი დატოვებს, რომელიც კლუბთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.

აი, ასე იწყება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მათი გუნდების (მარტო საკალათბურთოების კი
არა) ჩამოშლა. გაგრძელება იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მიყვარს თორნიკე მაგრამ ვერასდროს გავუგებ, შენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს ამათთან მიდიხარ და უკრაინის ოკუპაციის გამო მოდიხარ. ნუთუ შენი ქვეყნის ოკუპაცია არ იყო საკმარისი მიზეზი იქით რომ არასდროს გაგეხედა? სჯობა გვიან ვიდრე არასდროს, წარმატებები
14
გადასვლას ვინც ამართლებდით სპორტი და პოლიტიკა შორსააო თურმე არ ყოფილა მითუმეტეს როცა საკუთარ თავზე გამოცდი რა უკრაინის მიზეზი გჭირდება ზენიტი ან უნიქსი კიდე ჰო მარა ცეესკა პირდაპირ რუსეთის არმიის კლუბია გჯერათ თუ არა როგორ შეიძლებოდა ქართველის იქ გადასვლა 2008წლის ომის შემდეგ
ნოდო
10:28 27-02-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული